ტეილორ სვიფტმა ვენაში ტერაქტის საფრთხის გამო მისი კონცერტების გაუქმების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.
Instagram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მომღერალმა აღნიშნა, რომ პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, მას არ უნდოდა არაფრის თქმა ევროპული ტურის დასრულებამდე.
„არ ვაპირებ საჯარო განცხადების გაკეთებას, თუ ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდეს ადამიანებისთვის, რომლებსაც ჩემს კონცერტებზე მოსული ფანებისთვის ზიანის მიყენება უნდათ. ასეთ შემთხვევაში „დუმილი“ სინამდვილეში თავშეკავებას ნიშნავს. ჩემი პრიორიტეტი ჩვენი ევროპული ტურის კარგად დასრულებაა იყო და შემიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ეს შევძელით“, - წერს სვიფტი.
მომღერალმა დასძინა, რომ ვენაში კონცერტების გაუქმება მისთვის გამანადგურებელი გახდა და ის თავს დამნაშავედ და შეშინებულად გრძნობდა, რადგან მის შოუებზე უამრავი ადამიანი აპირებდა მისვლას.
სვიფტმა ავსტრიის ხელისუფლებას ტერაქტების აღკვეთისთვის მადლობა გადაუხადა: „მათი წყალობით, ჩვენ შეუმდგარ კონცერტების გამო ვგლოვობთ და არა ადამიანების სიცოცხლეზე“, - წერს სვიფტი.
ტეილორ სვიფტის კონცერტები ვენაში 8, 9 და 10 აგვისტოს უნდა გამართულიყო. მათი გაუქმების შესახებ ორგანიზატორებმა 7 აგვისტოს განაცხადეს, მას შემდეგ რაც პოლიციამ შოუებზე ტერაქტების მომზადების ბრალდებით 2 ადამიანი დააკავა - 19 წლის ავსტრიის მოქალაქე და 18 წლის ერაყის მოქალაქე. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ავსტრიის მოქალაქე „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო.
0
0