08/11/2022
14:34
მსოფლიო
ტეხასის სენატორმა ტედ კრუზმა რესპუბლიკელებს შუალედურ არჩევნებში ხმების "ცუნამი" უწინასწარმეტყველა.
Fox News-თან ინტერვიუში ტედ კრუზი პროგნოზირებს, რომ რესპუბლიკელები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას მოიპოვებენ.
“ვფიქრობ, ეს არჩევნები ცუნამის ტალღასავით იქნება. ჩემი აზრით, რესპუბლიკელები დაიბრუნებენ კონტროლს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში”.
„ვფიქრობ, წარმომადგენელთა პალატაში ჩვენ ადვილად დავიკავებთ ადგილებს ხმების უმრავლესობით - 30-50. სენატში დაახლოებით 53 რესპუბლიკელი გვეყოლება. ამომრჩევლები გაბრაზებულნი არიან ინფლაციის მაჩვენებლის, გაზის ფასების აწევის, კრიმინალის დონის მატებისა და ჩვენს სამხრეთ საზღვარზე არსებული ქაოსის გამო; ისინი ასევე ბრაზდებიან მარქსისტებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განადგურებას ცდილობენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ წელს ფუნდამენტალური არჩევნები ტარდება", - თქვა კრუზმა.
ტედ კრუზის თქმით, დემოკრატები ქვეყნის მთავრობის წარუმატებელი პოლიტიკისგან ამომრჩეველთა ყურადღების გადატანას ქალთა აბორტის უფლების გაუქმების თემით ცდილობენ.
მიმდინარე წლის დასაწყისში, ტედ კრუზმა განაცხადა, რომ ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი კენჭს არ იყრის.
0
0
გიორგი ლორიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
22/10/2024