თებერვლიდან, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება გარკვეული პერიოდით უნდა შეჩერდეს - ამირან გამყრელიძე
A-
+A

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საბჭოს ახალი წინადადებით მიმართეს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, მომდევნო თვიდან, უსიმპტომო პირების სწრაფი და PCR-ტესტებით შემოწმება დროებით უნდა შეჩერდეს.
„მოსახლეობას მივმართავ და ვთხოვ: ამ ეტაპზე, უსიმპტომო ადამიანების ტესტირებასა და კონტაქტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ნუ გადავტვირთავთ ამით ლაბორატორიებს. იცით, როგორი რიგებია ლაბორატორიებთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, თუ კონტაქტირებული და უსიმპტომო ხართ, შებრძანდით ჩვენს Facebook-გვერდზე და იქ დიაგრამის სტილშია წარმოდგენილი, თუ რა უნდა გააკეთოთ. 8 დღე სახლში უნდა ბრძანდებოდეთ. დღეს საბჭოზე შევედით წინადადებით, რომ 1-ლი თებერვლიდან, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება გარკვეული პერიოდით შევაჩეროთ და იყოს მხოლოდ სიმპტომებიანი ადამიანების ტესტირება როგორც სწრაფი, ისე - PCR-ტესტებით“, აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
0
0
433
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%