16/02/2022
21:50
საზოგადოება
წამყვანის განმარტებით, წულუკიანი თანახმაა, დებატები ნებისმიერ ფორმატში გაიმართოს:
“გამიხარდა, რომ გადაცემას თეა წულუკიანი გამოეხმაურა. მან თქვა, რომ თანახმაა როცა უნდა და სადაც უნდა დავით ლორთქიფანიძესთან დებატები გამართოს. მე უფრო საუბარს დავარქმევდი ამას, ძალიან გამიხარდება თუ ეს საუბარი შედგება. ახლა დავით ლორთქიფანიძის ჯერია. მან იცის ჩემი ტელეფონი, პროდიუსერის ტელეფონიც და მაგალითად, 25 რიცხვამდე შეგვეხმიანოს, როცა უნდა დავგეგმოთ ეს საუბრები. თუნდაც “კიდობანში” გავაკეთოთ ეს ეთერი, რომ ცივილურად ჩავაყენოთ საზოგადოება საქმის კურსში სად არის სიმართლე და ტყუილი", - განმარტა უცნობმა.
კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, მუზეუმში რეორგანიზაცია გამოცხადდა და არაერთი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
წულუკიანმა ეს გადაწყვეტილებები გაშვებული თანამშრომლების არაპროფესიონალიზმით ახსნა. საპირისპიროს ამტკიცებენ გათავისუფლებული მუშაკები და განსხვავებული შეხედულებების გამო, მათ დევნაზე მიუთითებენ.
გარდა ამისა, თეა წულუკიანის განცხადებით, აუდიტის დასკვნაში, რომელიც მუზეუმში ჩატარდა, საუბარია ხარვეზებზე ფონდების აღრიცხვა-შეჯერების პროცესში, რიგ შემთხვევებში ექსპონატების არასათანადოდ შენახვაზე, პრობლემებზე სამუზეუმო ფასეულობების დაცვის კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით და სხვა დეტალებზე.
ასევე, “ეროვნული მუზეუმიდან 2005 წლის შემდეგ ექსპონატი არ დაკარგულა” — ეს იყო მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი 14 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.
0
0