
ძალიან ცოტა ხნის წინ, ერთი თვის წინ არც კი, იყო შეხვედრა პრემიერ-მინისტრებს შორის და დღეს ჩვენ, პარლამენტის თავმჯდომარეები, აქ - თბილისში, ვაგრძელებთ თანამშრომლობას ქვეყნების მომავლებისათვის და მოქალაქეების კეთილდღეობისათვის, - ამის შესახებ ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის, ქნესეთის თავმჯდომარემ, ამირ ოჰანასმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„მოგესალმებით ყველას. ჩვენ ეს ეს არის არაჩვეულებრივი წარმატებული შეხვედრა დავასრულეთ, სადაც ვისაუბრეთ ჩემს კოლეგასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ბატონ შალვა პაპუაშვილთან ერთად. განვიხილეთ ის კარგი ურთიერთობები, რაც არის საქართველოსა და ისრაელს შორის და ის მიმართულებები, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გავაღრმაოთ პარლამენტების ძალისხმევით. ჩვენ ისტორიული კავშირები და კონტაქტები გვაკავშირებს. როგორც აღნიშნა ბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ, 2600 წელი არის თარიღი ამ თანამშრომლობის. ძალიან ცოტა ხნის წინ, ერთი თვის წინ არც კი, იყო შეხვედრა პრემიერ-მინისტრებს შორის და დღეს ჩვენ, პარლამენტის თავმჯდომარეები, აქ - თბილისში, ვაგრძელებთ თანამშრომლობას ქვეყნების მომავლებისათვის და მოქალაქეების კეთილდღეობისათვის. ჩვენ აღვნიშნეთ ის აუცილებლობა, რაც არის, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა ირანის საწინააღმდეგოდ, რომელიც ცდილობს დესტაბილიზაციას. ჩვენი კონტაქტები გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს და უნდა ვიბრძოლოთ ტერორიზმის წინააღმდეგ. ასევე ხაზი გავუსვი ისრაელის სახელმწიფო პოლიტიკას, მისი სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. პიროვნულად მინდა აღვნიშნო, ბატონო თავმჯდომარე, პირველად ჩამოვედი საქართველოში და თავს ვერ ვიკავებ, რომ არ აღვნიშნო, საქართველოს ეს მშვენება, თქვენი გულთბილი დახვედრა, არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობა, რასაც ამჟღავნებთ ჩვენს მიმართ და დახვედრის ცერემონია. ყველა შეხვედრა, რაც არის მთავრობის წევრებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან, არის დემონსტრირება არა მხოლოდ სიღრმის, ჩვენი ურთიერთობის, არამედ იმ მრავალფეროვნების. და ის პროექტები, რომელზეც ჩვენ ვთანამშრომლობთ, როგორც მოსალოდნელია და როგორც უნდა იყოს, არის ურთიერთობა ახლო მეგობრებს შორის. ჩვენი ეკონომიკის და უსაფრთხოების კომიტეტები მალე ჩამოვლენ საქართველოში და რეზიუმეს სახით მინდა ვთქვა, რომ დიდი მოუთმენლობით ველოდები ჩემი მეგობრის, სპიკერის შალვა პაპუაშვილის სტუმრად ჩამოსვლას ვიზიტით ჩვენთან“, - განაცხადა ამირ იოჰანასმა.
0
0