
თბილისში საქართველოსთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 0:3 წაგების შემდეგ ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიანილიევი პოსტს დატოვებს და მას ცნობილი სპეციალისტი შეცვლის – ინფორმაცის გამოცემა gol.bg აქვეყნებს.
„მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში ბულგარეთის ნაკრები საქართველოში 0:3 დამარცხდა. „სამფეროვნები“ პირველ 15 წუთში ღირსეულად გამოიყურებოდნენ, მაგრამ შემდეგ სასაცილო გოლები გაუშვეს და შეიძლებოდა კიდევ უფრო დიდი ანგარიშითაც დამარცხებულიყვნენ.
მტკივნეული წაგების გამო მწვრთნელი ილია ილიევი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე მისი შემცვლელი კანდიდატიც მონახა – გუნდს ვარნის „სპარტაკის“ ყოფილი მწვრთნელი დიმიტარ დიმიტროვ-ხერო ჩაიბარებს, რომელიც ამჟამად თავისუფალია. ილიევისკონტრაქტი 2025 წლის ბოლომდეა ძალაში, ხოლო მსოფლიო შესარჩევი ეტაპი ნოემბერში მთავრდება.
ბულგარეთის ეროვნული ნაკრებში ვითარება ესპანეთთან მატჩისას (0:3) მომხდარმა სკანდალმაც დაძაბა – ილიან ილიევსა და ნახევარმცველ ილია გრუევს შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც ნახევარმცველი გუნდიდან დროებით დისკვალიფიცირებული იყო, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, გეორგი ივანოვის ჩარევის შემდეგ გრუევი გუნდში დააბრუნეს“, – ამტკიცებს gol.bg.
0
0