17/11/2024
18:39
საზოგადოება
თბილისში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები მსვლელობას ლოზუნგით - „დაიბრუნე ხმა“ მართავენ.
ისინი 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ისინი მარშით დაიძრნენ საკუთარი უნივერსიტეტებიდან, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტიდან.
სამი უნივერსიტეტის სტუდენტებს რუსთაველის მეტროსთან სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან. კერძოდ, თავისუფალი უნივერსიტეტის, აგრარული უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები.
რაც შეხეება GIPA-ს უნივერსიტეტის სტუდენტებს, ისინი მარშს ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან შეუერთდებიან.
სტუდენტები გეგმავენ, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრთან მანიფესტი გააჟღერონ.
მოთხოვნების და მოწოდების შემდეგ სტუდენტები საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციას სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა!” შეუერთდებიან.
0
0