
თბილისში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა ძალიან საინტერესო ფორმატია. იმედი მაქვს, ეს ფორმატი უფრო მასშტაბურ ფორმატად განვითარდება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნული განცხადება 17 აპრილს თბილისში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრის კომენტირებისას გააკეთა.
„ცოტა ხნის წინ, თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა გაიმართა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან საინტერესო ფორმატი. იმედი მაქვს, ეს ფორმატი განვითარდება უფრო მასშტაბურ და სრულყოფილ ფორმატად. ვაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალისხმევას, რომ ამ ფორმატმა წარმატებას მიაღწიოს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
0
0
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა
16/05/2025
ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
16/05/2025