ფეისბუკ-გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” თავის გვერდზე ავრცელებს ფოტოს, რომელზეც აღნიშნულია, რომ თბილისში, მშრალ ხიდთან ნაგვის მანქანა ამოტრიალდა:
“თბილისი - მშრალ ხიდთან ნაგვის მანქანა ამოტრიალდა, მთელი ზოლი პარალიზებულია” - აღნიშნულია ფეისბუკ-გვერდის ინფორმაციაში.
ამავე გვერდზე კომენტარებში ვკითხულობთ ერთ-ერთი ფეისბუკ-მომხმარებლის კომენტარს, რომელიც წერს, რომ ნაგვის მანქანა, მანამდე ხიდის თაღს შეეჯახა.
"და რატომ ამოტრიალდა იცით? მანამდე მშრალი ხიდის ქვემოთ მარცხენა სანაპიროზე ხიდის არკას დაეტაკა ზედა კუთხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მე შევესწარი მაგ ფაქტს და ამ დროს დაუზიანდა სატვირთო ნაწილი და მოსახვევში გაძვრა. აი ეგეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. აგერ მონიშნულ ადგილზე ჩანს კიდევაც ხიდის თაღზე დანატაკები ადგილი.
წარმოდგენაც არ მინდა მანდ რომ კურიერი ყოფილიყო ან მანქანა ბავშვებით ხო გასრისავდა ყველას ეს მართლა ქლიბი ეს" - წერს ფეისბუკ-მომხმარებელი.
0
0