
თბილისში მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება იყო. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობის დროს მათ რამდენიმე ახალგაზრდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა.
აქციის მონაწილეების თქმით, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ აღნიშნული პირები ბესიკის ქუჩაზე წავიდნენ, მათ აქციის მონაწილეები გაჰყვნენ.
მხარეებს შორის ხმაურისა და დაპირისპერების შემდეგ, როგორც აქციის მონაწილეები ჰყვებიან, უცხო პირმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.
აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანა, მათ შორის იყო აქციის მონაწილე ლევან ჯობავა, რომელიც სამართალდამცველებმა ბესიკის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ კაფეში შეიყვანეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შსს ჯობავასთან ადვოკატს არ უშვებდა. მოგვიანებით ადვოკატი თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან შევიდა და როგორც კაფედან გამოსვლის შემდეგ ჯობავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თავისი გადაწყვეტილებით, ის მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.
0
0