
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა მენტალური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის ზრდის მნიშვნელობას. ამასთან, აღნიშნა, რომ ახალი საუნივერსიტეტო კლინიკა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაში, ისე სამედიცინო განათლების გაძლიერებაში.
ახლად აშენებული საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა აერთიანებს 100-ზე მეტ სხვადასხვა პროფილის სპეციალისტს. კლინიკა ორიენტირებულია პაციენტთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე და უზრუნველყოფს ინტეგრირებულ, კომპლექსურ მომსახურებას.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა პაციენტებს ამბულატორიულ მომსახურებას გაუწევს. პარალელურად მიმდინარეობს სტაციონარის ლიცენზირების პროცესი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თსსუ-ის ადმინისტრაციის წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საუნივერსიტეტო და პარტნიორი კლინიკების ხელმძღვანელები.
0
0
1 აპრილს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
30/03/2026