20/10/2021
11:19
პოლიტიკა
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პენსიონერებს საშუალება ექნებათ, ეს ვაუჩერი ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტების შესაძენად გამოიყენონ.
„მინდა, სიახლე შევთავაზო თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს, ესენი არიან ის ადამიანები, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ, ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა და მხარდაჭერა. გუნდმა წარმოადგინა ახალი პროგრამა, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ. 500-ლარიანი ვაუჩერები, რათა მათ ჰქონდეთ, ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადსხვა მედიკამენტები, გულსისხლძარღვთა, გამაყუჩებელი, ქრონიკული ავადმყოფობების სამკურნალო და ა.შ. წამლები, რაც არის აუცილებელი. ამ ვაუჩერით ისინი შეძლებენ შეძენას, რაც მნიშვნელოვანია. ამ პროგრამის განხორციელება თბილისის ბიუჯეტს 20 მილიონი ლარი დაუჯდება. 40 ათასი სოციალურად დაუცველი პენსიონერი ისარგებლებს პროგრამით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
0
0