
როგორც კახა კალაძემ განმარტა, ამ პროგრამის ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთან ერთიან ბაზის მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული, საპენსიო ასაკის პირები იქნებიან, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება.
„ამ ადამიანების მხარდაჭერა და თანადგომა პრინციპულად მნიშვნელოვანია და ჩვენი მხრიდან, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მათ გვერდში დავუდგეთ და მაქსიმალურად ჰქონდეთ ხელშეწყობა. მოქალაქეს, ვაუჩერის მისაღებად, მერიაში ან რაიონის გამგეობაში მისვლა არ დასჭირდება და კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთანავე, ავტომატურად გახდება პროგრამით მოსარგებლე. ვაუჩერები დღეიდან ყველა იმ პენსიონერს დაურიგდება, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
0
0
კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
28/07/2026