-share.jpg)
მთელს მსოფლიოში, 200 მილიონზე მეტი ქრისტიანი მართლმადიდებლურ ეკლესიებში იკრიბება და მათი უმეტესობა, იულიუსის კალენდრის შესაბამისად, შობას 7 იანვარს აღნიშნავს იმ ქრისტიანული კონფესიებისგან განსხვავებით, რომლებიც გრიგორიანულ კალენდარს მიჰყვებიან. - წერს BBC.
საშობაო ცერემონიები და მსვლელობები მთელ მსოფლიოში (კაიროთი დაწყებული, მოსკოვით დამთავრებული) ტარდება. მართლმადიდებელი ქრისტიანების უმრავლესობა აღმოსავლეთ ევროპაში (მათგან ბევრი - რუსეთსა და უკრაინაში) ცხოვრობს. თუმცა რუსეთთან მიმდინარე ომის საპასუხოდ, საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, ბევრმა უკრაინელმა შობა გასული წლის 25 დეკემბერს აღნიშნა.
უკრაინელების უმეტესობამ ქრისტეს შობა 25 დეკემბერს აღნიშნა, სხვებმა - მაგალითად, რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონეცკის მოსახლეობამ - მართლმადიდებლური შობა იანვარში ჩვეულებრივ აღნიშნა - REUTERS
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მართლმადიდებლურ საშობაო წირვას ნოვო-ოგარიოვოში მდებარე მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ეკლესიაში ესწრება - EPA
თბილისში მცხოვრები ქართველები მართლმადიდებლური შობის აღსანიშნავად ყოველწლიურ მსვლელობა ,,ალილოში“ მონაწილეობენ - REUTERS
იერუსალიმის ბერძენი მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილოს III ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძარში სადღესასწაულო წირვას ატარებს - EPA
მართლმადიდებლური შობის დღესასწაულის დროს, ბელგრადში, სერბები ტრადიციული საშობაო ღვეზელის გარშემო იკრიბებიან - EPA
ჩრდილოეთ მაკედონიაში, სკოპიეში, წმინდა კლიმენტის სახელობის ცენტრალურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, საშობაო წირვის დროს ბავშვები რელიგიურ საგალობლებს ასრულებენ - EPA
კოპტი მართლმადიდებელი სასულიერო პირი მლოცველებთან მიდის. ის, კაიროში მდებარე მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კოპტურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში საშობაო მესას ატარებს - EPA
ეთიოპიელი მართლმადიდებელი მორწმუნეები, დედაქალაქ ადის-აბებაში მდებარე Bole Medhanialem-ის ეკლესიაში საშობაო დღესასწაულზე სანთლებს ანთებენ - REUTERS
ერთ-ერთი ფოტო თბილისში, „ალილოს“ ასახავს:
გამოცემის ცნობით, 7 იანვარს შობას 200 მილიონზე მეტი ქრისტიანი აღნიშნავს.
ყირგიზეთი/EPA
დონეცკი, უკრაინა/REUTERS
ბეთლემი/EPA
ბელგრადი, სერბეთი/EPA
სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონია/EPA
კაირო, ეგვიპტე/EPA
ადის-აბაბა, ეთიოპია/REUTERS
0
0
ბახმაროში უცხოელი ტურისტი დაიღუპა
23/02/2025