16/09/2022
18:45
ეკონომიკა
უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 27%-ით გაიზარდა. ქირის ფასი კი წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, 79%-ით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა მიგრანტების ფაქტორით არის განპირობებული.
„თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსი თამარ კვახაძე „ფორმულასთან“ საუბარში ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც ქირით ცხოვრობდნენ, ნელ-ნელა უძრავი ქონების შეძენის პროცესზე გადადიან.
„უძრავი ქონების ბაზარზე როგორც გაყიდვის, ისე გაქირავების მოთხოვნა არის ძალიან ძლიერი და ის ნარჩუნდება. თუკი ჩვენ ბოლო 3 თვეში ვხედავდით, რომ გაქირავების ბაზარზე მოთხოვნა ნელ-ნელა დასტაბილურება, ახლა უკვე სექტემბერში ვხედავთ, რომ ფასი 70%-ს ასცდა.
მთავარი მოქმედი ფაქტორი მაინც რჩება მიგრაცია და უძრავი ქონების ბაზარზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შეიძლება დაიწყო ის მომენტი, როდესაც ადამიანები, რომლებიც ქირით იყვნენ აქ, ნელ-ნელა იწყებენ უძრავი ქონების შეძენას“, - განუცხადა „ფორმულას“ „თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსმა თამარ კვახაძემ.
0
0