-share.jpg)
თბილისში, საპატიო კონსულის მეთაურობით ბანგლადეშის საკონსულო გაიხსნება. შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი 21 აგვისტოს მოაწერა.
ვაჭრობა
საქართველოსა და ბანგლადეშს შორის 2024 წლის 7 თვეში სავაჭრო ბრუნვამ 1.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდზე 58.7%-ით ნაკლებია.
გასული წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი საერთოდ არ განხორციელებულა, წელს კი მხოლოდ 7.4 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
წელს, TOP-5 იმპორტირებული პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:
დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 335.6 ათასი აშშ დოლარი;
კოსტუმები, კომპლექტები და სხვა მამაკაცისა ან ბიჭისა - 232.1 ათასი აშშ დოლარი;
მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 225.4 ათასი აშშ დოლარი;
ქალის ან გოგოს კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები - 109.7 ათასი აშშ დოლარი;
ბაწრები, ზონრები, ბაგირები და თოკები - 102.6 ათასი აშშ დოლარი.
ბანგლადეშში ექსპორტზე კი, მხოლოდ ანაცერი, ქატო გავიდა.
0
0