
როგორც BBC-ი წერს, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, მიმდინარე საპროტესტო აქციას პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოჰყვა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სადავო“ კანონპროექტს. კრიტიკოსების თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ზღუდავს პრესის თავისუფლებას და თრგუნავს სამოქალაქო საზოგადოებას. სპეცრაზმმა, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ხალხის დასაშლელად, წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.
მთავრობის ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე პოლიციელი და დაზიანდა პოლიციის აღჭურვილობა. „საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრად დაგმო კანონპროექტი, რომლის მიხედვით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დამოუკიდებელმა მედიამ, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, თავი უნდა გამოაცხადონ უცხოურ აგენტებად. ოპოზიციამ ეს კანონპროექტი დაახასიათა, როგორც რუსულიდან გადმოღებული კანონი, რომელიც სტიგმატიზაციას მოახდენს და შეაფერხებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას და დამოუკიდებელ მედიას დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. პარლამენტის წინ შემდგომი საპროტესტო გამოსვლები ოთხშაბათს იგეგმება.
რუსეთმა 2012 წელს მიიღო „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საკუთარი ვერსია, რომელიც წლების განმავლობაში ზღუდავს დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის უფლებებს. აქციის მონაწილეები და ოპოზიციონერთა უმეტესობა შიშობს, რომ აღნიშნული კანონის მიღება დაასრულებს საქართველოს მრავალწლიან ამბიციას ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით. საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, რაც ასევე გათვალისწინებულია კონსტიტუციაში,“ - წერს BBC-ი.
0
0