03/04/2023
13:32
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2022 წლის 24 ივნისს თბილისში, სამი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 24 ივნისს, თბილისში, ემირ ბურჯანაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ჭრილობები მიაყენა სამ პირს. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2022 წლის 25 ივნისს დააკავეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მომხდარზე გამოძეიბა სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი ან ორზე მეტი პირის) ჩატარდა.
0
0