
თბილისში, თემქაზე 24 წლის ბიჭს სასტიკად სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
არსებული ინფორმაციით, ბიჭი საყურის ტარების გამო სცემეს. მას თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოში იმყოფება. ის კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. მას ტვინის შერყევა აქვს და მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესში იმყოფება.
გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდას თავს 3 არასრულწლოვანი დაესხა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ეჭვმიტანილები არ დაუკავებია.
0
0
აშშ 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს
14/01/2026