
19 მარტს თბილისში დაგეგმილი რუსულ-ბელორუსული ჯგუფის „БИ-2“-ის კონცერტი, წინასწარი მონაცემებით, გაუქმდა - ბილეთების გაყიდვის პორტალმა tkt.ge-მ გაავრცელა SMS-ს შეტყობინებები ბილეთების თანხის დაბრუნების შესახებ.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სოციალური ქსელების მომხმარებლებმა, პოსტერის გამოჩენის შემდეგ, ყურადღება გაამახვილეს მუსიკოსების მიერ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაზე.
„გუგლის ძიებაც კი გვიჩვენებს, რომ სწორედ ამ ადამიანებმა, ფოტოზე, სწორედ ამ ჯგუფის შემადგენლობაში, 2013 წლის 15 ივლისს, სოხუმში მინისტრთა საბჭოს წინ მოედანზე გამართეს კონცერტი. იმავე მოედანზე, სადაც 1993 წლის 27 სექტემბერს დახვრიტეს ქართველი სამხედრო ტყვეები.
ეს ჯგუფს არა მხოლოდ თბილისში არ უნდა დაუშვან, არამედ დააკავონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევისთვის“ - წერს ცნობილი ქართველი ბლოგერი გიორგი ჯახაია.
0
0