
საქართველოში რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი ეტაპი იწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტრო დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო მოედნების მშენებლობასა და პროექტირებას იწყებს.
აშენდება 12 ხელოვნურ საფარიანი მოედანი: თბილისის ზღვის მიმდებარედ, ფონიჭალაში, თბილისის 180-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, წეროვანში, წყალტუბოში, გურჯაანში, საჩხერეში, ყაზბეგში, ლენტეხში, ამბროლაურში, სურამში და ცაგერში (ორბელი-ლაჯანა). გარდა ამისა, ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანი მოეწყობა ქუთაისსა და წყალტუბოში (გუმბრა).
სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მომზადდება ორმოედნიანი სტადიონების პროექტები საგარეჯოს, ხაშურის, ოზურგეთისა და ბოლნისისთვის. თბილისში, ვარკეთილში კი დაგეგმილია ბუნებრივსაფრიანი სტადიონის პროექტირება, რომელიც საერთაშორისო თამაშებსაც მოემსახურება.
ქვეყნის მასშტაბით სარაგბო მოედნების მშენებლობა მნიშვნელოვანია სპორტული ინფრასტრუქტურის განავითარების, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და ქვეყნის სარაგბო ტრადიციების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
0
0