თბილისის N146 საჯარო სკოლა განცხადებას ავრცელებს:
,,მშობლების, მასწავლებლების და მოსწავლეების საყურადღებოდ
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ უსაფრთხოების მიზნით სკოლის მიმდებარე ტერიტორია და შენობა დეტალურად შემოწმდა შესაბამისი უწყების მიერ და ორშაბათიდან სკოლა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სასწავლო პროცესს“, - წერია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, 21 აპრილს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "22 აპრილს, თბილისის რამდენიმე სკოლასა და მსხვილ სავაჭრო ცენტრებზე, შეიარაღებული თავდასხმა მოხდება". აღნიშნულთან დაკავშირებით სუს-ში ინფორმაციას სიყალბეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ „შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას”.
0
0
საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომა გაიმართება
03/04/2026