
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, პოლიციაა მობილიზებული.
სასამართლოს ეზოში არ უშვებენ ავტომობილებს, ის მთლიანად პოლიციის ავტომობილებს აქვთ დაკავებული.
მსგავსი ტიპის მობილიზება ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის დასტურია, რომ მის დაკავებას აპირებენ.
სასამართლოსთან ჯაფარიძის მხარდამჭერი აქციაა დაანონსებული.
„რა მოლოდინიც მქონდა, იმას გარემო ამართლებს, ამდენი პოლიციის მობილიზება ცალსახად იმაზე მიუთითებს, რომ რაღაცას აპირებენ. არჩევანი ბევრი არ აქვთ, თვითონაც ჩიხში არიან, ან საერთოდ უარი უნდა თქვან აღკვეთ ღონისძიებაზე, რაზეც მინიმუმ სამჯერ გვაქვს მიმართული, მაგრამ უარი თქვეს, შესაბამისად, ერთადერთი გზა არის, მძიმე ფორმა გამოიყენონ, უფრო მძიმე ფორმაა, დამაპატიმრონ, ისევე როგორც ირაკლი ოქრუაშილი.
წულუკიანი რამდენჯერმე დავიბარეთ, მაგრამ ეს მოთხოვნა თვითონ წულუკიანამდეც არ მიუშვეს, ამ სასამართლოშივე დაიბლოკა. ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ პატიმრობაზე წავიდნენ, არამხოლოდ ჩემი და ოქრუაშვილის დაპატიმრება მოუწევთ წინასწარით, არამედ მოუწევთ, საბოლოოდ ჩემიც, ოქრუაშილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და გიორგი ვაშაძის. ამისთვის რამდენად არიან მზად და რამდენად არიან მაგ ფაზაში, ავტორიტარიზმის, ამას დრო გვიჩვენებს",- განაცხადა ჯაფარიძემ.
0
0