თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
A-
+A

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული თარიღია. მისივე თქმით, 101 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, თუმცა გმირებს, რომლებმაც სამშობლოს
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში საკუთარი სიცოცხლე უპირობოდ გაწირეს,
ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს.
„ქართველ იუნკერთა შემართება და თავგანწირვა, ქართველი ხალხის უდრეკი ხასიათის კიდევ ერთი მაგალითია. სწორედ ასეთი გმირების დამსახურებაა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე თავისი ადგილი შეინარჩუნა. სამშობლოსთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების თავგანწირვა, თაობებისთვის მისაბაძი სიმამაცე დავიწყებას არასდროს მიეცემა. ჩვენ კი, მათი შთამომავლები ყოველთვის მივაგებთ პატივს მათ ნათელ ხსოვნას“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
0
0
384
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ნიკა გვარამია დააკავეს
13/06/2025
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%