
🔴მიმდინარე წლის 19 ივნისს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა.
🔴ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და მათი ღვაწლის დაფასება, დედაქალაქის 4 ქუჩას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, გასული საუკუნის 90-იან წლებში, აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ მეომართა სახელები მიენიჭა. კერძოდ:
1. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ბესარიონ ლომინაძის ქუჩის მონაკვეთს, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, კონსტანტინე ლეთოდიანის სახელი;
2. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გუმათჰესის და ზურაბ კვანტრიშვილის ქუჩებთან არსებულ უსახელო ქუჩას და ერთ ჩიხს, აფხაზეთის ომში დაღუპულის, დავით კახიშვილის სახელი;
3. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალექსანდრე ჯავახიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, ბადრი ჟვანიას სახელი;
4. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, იოსებ აბაკელიას ქუჩას, მასთან მდებარე უსახელო მონაკვეთს და გიორგი ჩიკვაიძის II შესახვევს, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, ოთარ მიღრიჯანაშვილის სახელი მიენიჭა.
🔴ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, მრავალწლიანი, ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისა და ქვეყნისთვის თავგანწირულ მეომართა სახელების უკვდავყოფისთვის, კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ქ. თბილისის საკრებულოს.
0
0