ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადებით, 10 იანვარს, ნაძალადევის რაიონში, ჭყონდიდელის ქუჩის N 47-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
აღიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 10 იანვარს 16:00 საათიდან, 11 იანვრის დილის 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში: გურამიშვილისა და დადიანის გამზირების ნაწილს, ხევისუბნის, ედისის, გოგაშენის, ახალდაბის, ერისთავის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ნინუას, ნათაძის, ზესტაფონის, ჭიჭინაძის, კოხრეიძის, კავთისხევის, მანჯგალაძის, ინწკირველის, ჩხიკვაძის, კახიანის, ხიმშიაშვილის, ლიკანის, სურგულაძის, ქართველიშვილის, ასკურავას, ჭოპორტის, ურიდიას, მიქატაძის, ჭილაიას, მახალდიანის, წიკლაურის, ჯანელიძის, ღრმაღელის, სვანეთის, ბენდელიანის, ცინცაძის, დეპოსა და მიმდებარე ქუჩებსა, ხუდადოვის ქუჩის ნაწილს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.
0
0