
საკითხი საკრებულოს სხდომაზე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა კახაბერ გვანცელაძემ წარადგინა.
საკრებულოს ცნობით, ამ ცვლილებებით, თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს მიეცემა უფლებამოსილება მათ მიერ დამტკიცებული შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, რომ თბილისის მუნიციპალურ ბაგა-ბაღებში მიიღონ უკრაინის მოქალაქეების 2-დან 6 წლამდე ასაკის შვილები.
შესაბამისად, უკრაინელი ბავშვები სააღმზრდელო დაწესებულებებში მომსახურებას მიიღებენ სრულიად უფასოდ. ეს ეხება როგორც პირველ იანვრამდე შემოსულ ბინადრობის მოწმობის მქონე უკრაინელ მოქალაქეებს, მათი დარეგისტრირება მოხდება ელექტრონულად, ასევე, პირველი იანვრის შემდეგ ტურისტული მიზნით შემოსულებს და ისეთ პირებს, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე საომარი ვითარების გამო ჩამოვიდნენ საქართველოში.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხს მხარი დაუჭირეს.
0
0
ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია
15/06/2025