-share.jpg)
თბილისის მთავარი ნაძვის ხე ხვალ, 9 დეკემბერს, 20:00 საათზე განათდება, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
"მე მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ 9 დეკემბერს, ხვალ, საღამოს 20:00 საათზე განათდება ქალაქი და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება.
მინდა, დავპატიჟო ყველა, ვისაც სურვილი აქვს - მობრძანდით, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები და მშვიდობა, რაც დღევანდელ რეალობაში, მოცემულობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
ყველას, მთელ მსოფლიოს გვინდა ვუსურვოთ მშვიდობა და სიმშვიდე. ნაძვის ხის ანთების შემდეგ კონცერტი გაიმართება. თხოვნა იქნება, რომ თბილად ჩავიცვათ, რადგან ძალიან ცივა. წამოიყვანეთ პატარები - შვილები, შვილიშვილები. რა თქმა უნდა, საახალწლო სურვილები უცვლელია - სიკეთე, სიყვარული, სიცოცხლე, სოლიდარობა და რა თქმა უნდა, მშვიდობა. განაცხადა კალაძემ.
0
0