06/06/2023
08:33
სამართალი
თბილისის მასშტაბით გუშინ საღამოს რამდენიმე მსხვილ სავაჭრო ცენტრში შევიდა შეტყობინება ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ, რის გამოც, განხორციელდა როგორც კლიენტების, ისე მომსახურე პერსონალის ევაკუაცია.
ნაღმის არსებობის შესახებ იფორმაცია შევიდა „ისთ ფოინთის“ საინფორმაციო ცენტრში, „სითი მოლში“, „თბილისი ცენტრალსა“ და „გლდანი მოლში“.
შეტყობინების დაფიქსირებისთანავე, უსაფრთხოების ინსტრუქციის თანახმად სავაჭრო ცენტრებმა 112-ს მიმართეს.
იქ სამძებრო-განაღმვითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს დილის 10 საათიდან კი სავაჭრო ცენტრები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.
ქვეყნის მასშტაბით ათობით შენობაში, გუშინ ევაკუაცია თითქმის ერთდროულად დაიწყო. სკოლები ბაღები სამთავრობო უწყებები და სასამართლოები - მუქარის შემცველი შეტყობინებების შემდეგ, რამდენიმე წუთში დაიცალა.
შენობაში ბომბია - ამ შინაარსის მუქარა თბილისში კერძო სკოლებმა და ბაღებმა მიიღეს. ამის შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე საქალაქო სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა წერილი მიიღეს.
შენობებში განგაში გამოცხადდა. ვინ დგას ანონიმური შეტყობინებების უკან- ამას გამოძიება დაადგენს.
0
0