თბილისის მეტრო 59 წლისაა - საინტერესო ფაქტები დედაქალაქის მიწისქვეშა ტრანსპორტის შესახებ
A-
+A
-share.jpg)
თბილისის მეტრო 59 წლისაა. ის ოფიციალურად 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და 6 სადგურისაგან შედგებოდა ("დიდუბე", "ელექტროდეპო", "ოქტომბერი" (შემდგომ "ნაძალადევი"), "ვაგზლის მოედანი", "მარჯანიშვილი" და "რუსთაველი"), ხოლო მისი სიგრძე 6.5 კილომტრს შეადგენდა. ის მეტროს მეოთხე სისტემა იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში (მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგისა და კიევის შემდეგ), რომლის მშენებლობა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო.
თბილისის მეტრო ყოველდღიურად 450-დან 550 ათასამდე მგზავრს ემსახურება.
წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს თბილისის მეტროს შესახებ:
- პირველ ხაზზე, რომელიც „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით მოძრაობს, მატარებელს მთლიანი მარშრუტის გასავლელად ორივე მიმართულებით 60 წუთი სჭირდება. რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, ორივე მიმართულებით მატარებელს 30 წუთი სჭირდება.
- ამასთან, პირველი ხაზის სიგრძე 40 კილომეტრს შეადგენს, საბურთალოს ხაზის სიგრძე კი 17 კილომეტრია. ყოველდღიურად პირველ ხაზზე მომუშავე მატარებლები საშუალოდ 400 კილომეტრს, საბურთალოს ხაზზე მომუშავე კი 311 კილომეტრს გადიან.
- თბილისის მეტროს სადგურებში არსებული ყველა ესკალატორის საერთო სიგრძე 10 კილომეტრს შეადგენს. რაც შეეხება თბილისის მეტროს გვირაბებს, ცალკე აღებული ლიანდაგების მიხედვით გვირაბების საერთო სიგრძე 53,7 კილომეტრს შეადგენს, ამაში შედის დამხმარე გვირაბები და ჩიხებიც.
- ყველაზე ღრმა სადგური რუსთაველია, რომელიც 60 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.
- მეტრო წელიწადში საშუალოდ 65 მილიონ კვტ.სთ დენს ხარჯავს.
- და ბოლოს, თბილისის მეტროს გვირაბებიდან ყოველდღიურად 25 ათასი წონა წყლის ამოტუმბვა ხდება.
0
0
133
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%