თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები აირჩიეს
A-
+A

თბილისის საკრებულოში, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე, საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა გიორგი ახვლედიანმა დაიკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ინფორმაცით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებზე კი თინათინ ნიბლოშვილი და ზურაბ აბაშიძე დაამტკიცეს.
მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების თანამდებობებზე კანდიდატურები საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დაასახელა.
საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილი კანდიდატურები ფარული კენჭისყრის შედეგად დაამტკიცეს. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ახვლედიანის კანდიდატურა 27 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობაზე თინათინ ნიბლოშვილის და ზურაბ აბაშიძის კანდიდატურებს ასევე 27 ხმით დაუჭირეს მხარი.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის შემდეგ თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
0
0
412
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%