26/04/2023
14:10
პოლიტიკა
თბილისის მერი კახა კალაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ისრაელის ურთიერთობებს. კახა კალაძემ ელჩს დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
„საქართველო-ისრაელის ურთიერთობები განსაკუთრებულია და ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვანიჭებს, მაქსიმალური ძალისხმევა გავწიოთ ამ მეგობრობისა და პარტნიორობის გასაღრმავებლად. ჩვენი თანამშრომლობა მრავალმხრივია, სიამოვნებით გავიზიარებთ ისრაელის ქალაქების გამოცდილებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ტექნოლოგიების, სერვისების მიმართულებით თუ სხვა სფეროში. ვფიქრობ, ასევე, დიდი პოტენციალი გვაქვს საინვესტიციო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თავის მხრივ, ჰადას ესტერ მეიცადმა გამოთქვა მზაობა, რომ ხელი შუწყოს ორმხრივ ურთიერთობების განვითარებას და ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
0
0