
საქართველო მსოფლიოს საზოგადოებრივ გარემოსდაცვით კამპანიას - „დედამიწის საათს“ შეუერთდა.
დღეს, ადგილობრივი დროით საღამოს 20:30 საათიდან კამპანიამ მთელი დედამიწა მოიცვა, მათ შორის თბილისიც.
2023 წელს, „დედამიწის საათი“ ორიენტირებულია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელებაზე ტყისა და ეკოსისტემების დაცვის მიმართულებებით, რადგან სწორედ კლიმატის ცვლილებაა ერთ-ერთი გარემოსდაცვითი გამოწვევა.
კამპანიას შეუერთდნენ როგორც სახელმწიფო, ისე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციები.
„დედამიწის საათის“ აღნიშვნის კამპანიის ფარგლებში, 25 მარტს, 20:30 საათიდან მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში, ელექტროენერგია გამოირთო ისტორიულ და საჯარო ორგანიზაციების შენობებშიც.
გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას, „დედამიწის საათს“ საფუძველი 2007 წელს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით ჩაეყარა.
0
0