
„თბილისი თქვენ გვერდითაა!“- თურქი ხალხისადმი მხარდაჭერისა და თანადგომის ნიშნად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ქართველი მაშველებიც მონაწილეობენ, კვლავ გრძელდება.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.
რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.
ჯამში თურქეთში მიწისძვრას საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა.
0
0