თბილისის ანძა საქართველოს დროშის ფერებში განათდა, რაც თბილისში მიმდინარე ისტორიულ მატჩს ემთხვევა.
ისტორიული შეხვედრა „დინამო არენაზე“ - საქართველო-საბერძნეთის წინააღმდეგ მიმდინარეობს. სწორედ ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალური შეხვედრა გადაწყვეტს, ითამაშებს თუ არა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად თავის ისტორიაში.
გულშემატკივარი, რომელიც „დინამო არენაზე“ ვერ მოხვდა, თამაშს თვალს რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე ადევნებს.
მუნიციპალური ტრანსპორტი 27 მარტის 02:00 საათამდე იმუშავებს, რათა „დინამო არენაზე“ და პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივარს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს.
პირველი ტაიმი უგოლოდ, 0:0 დასრულდა.
დღევანდელ მატჩში გამარჯვებული გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
0
0