
სან მარინოს რესპუბლიკის დაარსების დღის აღსანიშნავად, თბილისის ანძა სან-მარინოს დროშის ფერებში განათდა.
დღესვე, საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის, გიორგი სალაყაიას ორგანიზებით, სან-მარინოს რესპუბლიკის დაარსების დღის აღსანიშნავი სპეციალური ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოში უცხო ქვეყნების აკრედიტებული ელჩები, საპატიო კონსულები და სხვა ოფიციალური პირები.
საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, სიტყვით სან- მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულმა, გიორგი სალაყიამ მიმართა. საზეიმო საღამო სან-მარინოს რესპუბლიკის ჰიმნით გაიხსნა. ასევე, წარმოდგენილი იყო მუსიკალური ნომრები, ლიზა ბაგრატიონის, ნატო მეტონიძის და პიანისტ გიორგი გიგაშვილის შესრულებით. ღონისძიებას მასპინძლობდა ღვინის ბარ-რესტორანი “სი ჩერტო”.
საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულად კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი გიორგი სალაყაია 2019 წელს დაინიშნა. გიორგი სალაყაია აღნიშნულ თანამდებობაზე სან-მარინოს რესპუბლიკის მთავრობამ წარადგინა.
0
0