07/08/2023
16:43
ეკონომიკა
თბილისის აეროპორტის მიმდებარედ, საქაერონავიგაციის კუთვნილ ტერიტორიაზე შვეულმფრენების ანგარი და ძებნა-შველის ოფისი მოეწყობა. ამას ითვალისწინებს 22.5-მილიონიანი ტენდერი, რომელიც საქაერონავიგაციამ გამოაქვეყნა. სატენდერო პირობების თანახმად, ადგილზე არსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია და ახალი ობიექტების მშენებლობა უნდა განხორციელდეს.
„შპს „საქაერონავიგაციის“ კუთვნილ ტერიტორიაზე მდებარე ავტომეურნეობის შენობის მიშენება-დაშენებისა და შპს „საქაერონავიგაციის“ კუთვნილ ტერიტორიაზე შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა“, – ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სატენდერო პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობისთვის პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 15 მილიონი ლარის სამშენებლო სამუშაოები. ტენდერში განაცხადების მიღება 6 სექტემბერს იწყება და 11 სექტემბერს სრულდება.
წყარო: BM.GE
0
0