29/12/2021
11:49
ეკონომიკა
მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამების ჯამი მილიარდ 545 მლნ ლარით განისაზღვრა, რომლიდანაც მილიარდ 305 მილიონი საბიუჯეტო ნაწილია, ხოლო დონორებიდან მოზიდული სახსრები 240 მლნ ლარს შეადგენს.
„შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი, როგორც წესი, მოხმარდება ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებას, ასევე, დედაქალაქის საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და ძველი თბილისის უბნების რეაბილიტაციას. მადლობა თბილისის საკრებულოს წევრებს ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის და აქვე გპირდებით, რომ მომდევნო წლიდან სრული შემართებით, 24-საათიან რეჟიმში დავიწყებთ ყველა დაპირებული პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პრიორიტეტული იქნება ახალი პროექტები, რომლის განხორციელებაც 2022 წელს იგეგმება.
„პრიორიტეტულია იმ ახალი პროგრამების განხორციელება, რომელზეც მე წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი. მათ შორისაა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომლისთვის 20 მლნ ლარია გამოყოფილი; უსახლკარო ოჯახებისთვის ბინების შეძენა, 500-ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერი თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის. 15 პარკის პროექტი, დამატებით 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის მე-8 ხელოვნების სკოლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები; ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩუბინაშვილის 21-ში და სპორტული ცენტრების მშენებლობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
0
0