22/07/2023
09:44
ტურიზმი
თბილისი რუსებისთვის აგვისტოში დასასვენებლად ყველაზე პოპულარულ უცხოურ მიმართულებებს შორის, სტამბოლის შემდეგ, მეორე ადგილზეა. ამის შესახებ მოგზაურობის დაგეგმვის სერვის OneTwoTrip-ის უცხოური სასტუმროების ჯავშნების ანალიზში წერია, რასაც „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
სერვისის მონაცემებით, თბილისს რუსეთის ფარგლებს გარეთ სასტუმროების ჯავშნების მთლიანი რაოდენობის 4,4% უკავია, ხოლო წლის განმავლობაში თბილისის საცხოვრებლებზე მოთხოვნა ყველაზე მეტად, კერძოდ, 69,2%-ით გაიზარდა.
OneTwoTrip ცალკე ასახელებს ოკუპირებული აფხაზეთის საკურორტო ქალაქ გაგრას, რომელსაც ჯავშნების 2%-იანი მაჩვენებლით რუსებს შორის მოთხოვნადი ქალაქების სიაში ადგილი ნეაპოლსა და ტოკიოს შორის უკავია.
აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის წლიური ზრდის თვალსაზრისით თბილისი სტამბოლზე პოპულარულია, რადგან წლის განმავლობაში თურქეთის ქალაქის საცხოვრებლებზე მოთხოვნა 19,5%-ით შემცირდა.
ამის მიუხედავად, სტამბოლს რუსეთის ფარგლებს გარეთ სასტუმროების ჯავშნების მთლიანი რაოდენობის 6,6% უკავია და პირველ ადგილზეა.
0
0