04/09/2024
22:14
საზოგადოება
თბილისი-ფოთის მატარებელმა ტექნიკური პრობლემის გამო რეისი ვერ შეასრულა და მგზავრების სხვა მატარებელში გადასხდომა გახდა საჭირო - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზაში განაცხადეს.
მათვე ცნობით, მატარებელი დაახლოებით, 20 წუთი გორში იყო გაჩერებული, მანამ სხვა მატარებელი ადგილზე მივიდოდა.
"გუშინდელი შემთხვევის გამო, მატარებელს ბევრი რეისის შესრულება უწევს და თბილისი-ფოთის მატარებელი დღეს ტექნიკური მიზეზით შეჩერდა. ახალი მატარებელი დაახლოებით 20 წუთში მიიყვანეს ადგილზე, გადასვეს მგზავრები და რეისი შესრულდა", - აცხადებენ რკინიგზაში.
ცნობისთვის:გუშინ საქართველოს რკინიგზამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ, სამგზავრო მატარებლის ლიანდაგთან მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად რკინიგზის ორი თანამშრომელი დაიღუპა და მომხდარზე დეტალური მოკვლევა მიმდინარეობს. დაშავდა კიდევ რამდენიმე პირიც.
0
0