19/12/2024
11:46
ეკონომიკა
საქართველომ და აზერბაიჯანმა დაადასტურეს მზადყოფნა რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტის შესახებ, აზერბაიჯანიდან იმპორტი უკვე ყოფილა. "ეხო კავკაზას" ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს Inter RAO-ს გამგეობის წევრმა ალექსანდრა პანინამ განუცხადა.
„პასუხი მივიღეთ. აზერბაიჯანმა გვიპასუხა, რომ მას შეეძლო დახმარების გაწევა 250-300 მეგავატი ოდენობით. საქართველომ გვიპასუხა, რომ ეს სიტუაციაზეა დამოკიდებული. წინასწარ ვერ გვპირდებიან, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მან.
კითხვაზე, განხორციელებულა თუ არა უკვე ამ ქვეყნებიდან რუსეთის ფედერაციაში ელექტროენერგიის მიწოდება, პანინამ უპასუხა, რომ აზერბაიჯანიდან განხორციელებულა.
მანამდე პანინა იტყობინებოდა, რომ რუსეთმა აზერბაიჯანსა და საქართველოს მიმართა, საგანგებო სიტუაციების დროს, ელექტროენერგიის მიწოდება ყოფილიყო შესაძლებელი.
0
0