17/04/2024
21:07
ტურიზმი
ბრიტანულმა გამოცემა Which? Travel-მა თბილისი და საქართველო მაისში დასვენებისთვის წამყვან ექვს მიმართულებას შორის შეიყვანა.
გამოცემამ სეირნობის, ტაძრების დათვალიერებისა და ღვინის დეგუსტაციის მხრივ მაისის საუკეთესო დასასვენებელი ადგილები დიდ ბრიტანეთში, ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ შეარჩია.
Which? Travel ტურისტებს ურჩევს, საქართველოში მაისში იმოგზაურონ, როცა ტემეპერატურა, მაქსიმუმ, 23°C გრადუსია, რომ თავიდან აიცილონ ზაფხულის სიცხე, განსაკუთრებით, თუ ისინი დაბლობების მონახულებას აპირებენ.
„დედაქალაქ თბილისის ხეობის დრამატული გარემო და ფერადი ძველი ქალაქი, თავისი ქვაფენილიანი ქუჩებითა და გუმბათის ფორმის აბანოებით, აუცილებლად გაგაოცებთ.... ევროპასა და აზიას შორის მოქცეული საქართველო მოგზაურთა სურვილების სიაში თანდათან იკვეთება და ეს შემთხვევითი არაა: იქ თქვენ დიდებულ მთები, ბორცვებზე აღმართული მონასტრები, მდიდარი კერძები და სასმელები გელით... კულინარიული მაჩვენებლებია ხაჭაპური (ოვალური ფორმის პიცა ზემოდან ყველითა და კვერცხით) და ხინკალი (ბულიონით სავსე დამპლინგი). ნებისმიერი მათგანი შეუხამეთ უგემრიელესი ჭიქა წითელ ღვინოს. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა, სადაც 500-ზე მეტი ადგილობრივი ვაზის ჯიშია,“ - წერს Which? Travel.
მაისში მოსანახულებლად Which? Travel-ის საუკეთესი ექვსეულია:
ტბის უბანი - დიდი ბრიტანეთი (13°C)
შამპანი - საფრანგეთი (18°C)
სიცილია - იტალია (21°C)
მემფისი - აშშ (27°C)
თბილისი - საქართველო (23°C)
ბალი - ინდონეზია (30°C)
გამოცემის ცნობით, საქართველოში დასვენების რეკომენდაციას პროვაიდერები, Trailfinders-ი და Exodus Adventure Travels-ი იძლევიან.
bpn.ge
0
0