
გარემოს ეროვნული სააგენტო, 1-3 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელ ამინდს აქვეყნებს:
🌦 1-3 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსამდე დათბება.
🌥 1-3 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
🌥 ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება, 1-3 დეკემბერს ჰაერი +17, +19 გრადუსამდე გათბება.
🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 1-3 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს.
🌧 დასავლეთ საქართველოში 1-3 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს.
🌦 დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 1-3 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს.
🌧 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 1-3 დეკემბერს შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის ტემპერატურა +12, +14 გრადუსამდე მოიმატებს.
🌥 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დღის ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს.
🌤 კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო):
უნალექო ამინდი იქნება, დღის ტემპერატურა +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს.
⛅️ აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
🌤 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღის ტემპერატურა +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს.
0
0