
თეთრზე როდესაც ამტკიცებ, რომ შავია, მაშინ როდესაც ყველა ხედავს, რომ თეთრია – ფსიქიატრიის სფეროა, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ „ლელოს“ პარტიულ იდენტობაში ვერ ერკვევა.
„იძახიან, რომ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ ვართ, რაც ფსიქიატრების მიერ მეცნიერულ დონეზე შესასწავლი საკითხია. თანავუგრძნობ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს პარტიას კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობად“ მოიაზრებს და ვისაც ეს პრობლემა აქვს. ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა, რადგან ეს კანონი პირდაპირ ურტყამს კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს, რომ საქართველო არის მულტიპარტიული დემოკრატია, სადაც ფუნქციონირებს დემოკრატიული სისტემა, მრავალპარტიული კონკურენციის პირობებში ხელისუფლებისთვის დამოუკიდებელი პარტიები იბრძვიან. იმ კანონით, რომელიც მიიღეს და სარჩელით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართულ ოცნებას“ შეაქვს, ეს სისტემა და კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერები კვდება“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
მისი თქმით, სასამართლოში სარჩელის შეტანის შედეგი იქნება საქართველოში დიქტატურის გაფორმება.
„არ ვაპირებ, შევაფასო, რა სიბინძურეს დაწერს ივანიშვილის დამქაშების ერთი შტო, მერე მიუტანს დამქაშების მეორე შტოს სასამართლო სისტემაში, რომლის დამოუკიდებლობის ხარისხიც მინუსშია. მე ვიცი, რა იქნება ამის შედეგი, ეს იქნება საქართველოში დიქტატურის გაფორმება. მმართველი პარტია როდესაც გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს და ყველა თავის ძირითად კონკურენტს კრძალავს, რომელმაც უკანასკნელ არჩევნებში რაიმე ტიპის ელექტორალური წარმატება აჩვენა, ეს დიქტატურის დამყარებაა. ამ ქვეყანაში 1921 წელს საბჭოთა დიქტატურა დამყარდა, რომელიც მულტიპარტიული პოლიტიკით იყო შეფუთული“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
0
0
პუტინი ორბანს ესაუბრა - კრემლი
17/10/2025