
“ქვეყანას ანგრევთ და რეიტინგებზე მელაპარაკებით, თქვე საცოდავებო. თავს ვიკავებ რომ არ გაგინო ირაკლი და დავაი ახლა აქედან” - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ "ქართული ოცნების" დეპუტატ ირაკლი ზარქუას.
"ნული გაქვთ პოლიტიკური პოლიტიკური ნება, რაც დაგიწერეს იმას აკეთებს. სულ ფეხებზე გკიდიათ ყველაფერი რაც ხდება. რა რეიტინგი? შენ ხომ გაქვს რეიტინგი რა, ძაან პოლიტიკური კაცი ხარ ამ ქვეყანაში, ვაი შენს პატრონს. ნუ მაწყვეტინებთ ბატონო თავმჯდომარევ. არგუმენტი რომ არ გავქვს და რეიტინგზე მელაპარაკებით, ქვეყანას ანგრევთ და რეიტინგებზე მელაპარაკებით, თქვე საცოდავებო. თავს ვიკავებ რომ არ გაგინო ირაკლი და დავაი ახლა აქედან", - უთხრა ხათუნა სამნიძემ ირაკლი ზარქუას.
შეგახსენებთ: პარლამენტში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი უნდა განეხილათ, ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება დიდხანს გაგრძელდა.
ცნობისთვის, სხდომა ამ წუთებში გრძელდება.
0
0