18/04/2023
23:05
პოლიტიკა
“თავმჯდომარეობის გარდა ყველაფერს დავუთმობ, დავიღალე” – ამის შესახებ განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
“თავმჯდომარეობის გარდა ყველაფერს დავუთმობ. ვინ გადავაგდოთ მითხარი. დავიღალე მართლა, აღარ შემიძლია. თავმჯდომარეობაზე უარს ვერ ვიტყვი, ამირჩია ხალხმა და პასუხისმგებლობა ხო მაქვს.
ჩვენ ყველა გავალ პოლიტსაბჭოდან, ვინც აგვირჩიეს, და თვითონ იყვნენ – არ გვაქვს პრობლემა. ოღონდ ბიძინას ებრძოლონ და მოვიდნენ ყველა: სამდივნოებში უნდათ? იქაც მოვიდნენ. პოლიტსაბჭოში უნდათ? იქაც მოვიდნენ, ოღონდ მისამართი გაასწორონ.
ნიკასაც თუ რამე უნდა ნაციონალურ მოძრაობაში, ნებისმიერი რამისთვის მზად ვართ, ოღონდ თქვას რა უნდა. მე ვერ გავიგე. მთელი ამ ხნის განმავლობაში არ გამიგია კლანზე, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობაზე აკეთონ სიუჟეტები. მიხეილ სააკაშვილმა აიღო ორი ჯილდო – ერთი პრესკონფერენცია ჩაატარე, ბაჩო დოლიძე რომ ხარ”, აცხადებს ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, 15 აპრილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებით გამოეხმაურა პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ ახალი ოფისის გახსნას. პარტია მიიჩნევდა, რომ გაუგებარია, რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც "შეკრებილები ენმ-ს წევრებად ასაღებენ თავს".
განცხადებაში ასევე წერია, რომ პარტიას ჰყავს უმაღლესი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე და მმართველობითი ორგანოები და ყველას აქვს უფლება ჰქონდეს დღის წესრიგი "დამოუკიდებლად თუ სხვა პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაში".
0
0