12/12/2022
13:34
პოლიტიკა
“ერთი თვეა უკვე მოვუწოდებ, რომ გამოდით ოთახებიდან, ბატონო ნიკა, ბატონო ნუგზარ, წიკლაურს მივმართავ, მარტო კაბინეტიდან, ოთახიდან, ცენტრალური ოფისიდან გაუსვლელად საქმე არ კეთდება. ამიტომ ვიკითხე რიტორიკულად, რომ ხაშურში ვარ და პარტიის თავმჯდომარე ხაშურში ნამყოფი არაა”, ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრობლემაა, როცა პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ “საქმის კურსში არაა”, ასევე, არ არის ნამყოფი ასპინძასა და ხაშურში.
"ნიკას სურდა გენერალური მდივნის გადაყენება, ნახა, რომ არ ექნებოდა მხარდაჭერა, ცხადია, ეს საკითხი არც კი დამდგარა პოლიტსაბჭოზე. სხვადასხვა მდივნები არიან, რომლებიც უჭერენ მხარს ხაბეიშვილს ან ნიკა მელიას, მე ვერ ვხედავ ამაში პრობლემას, თანამდებობიდან ვინმეს გადაყენება არ გადაყენებაზე, მე არ მიმაჩნია ეს სერიოზულად. თავმჯდომარე თავადაა და თუ ვინმეს ბუღალტერიასთან დაკავშირებით კითხვები უნდა ჰქონდეს, ეს თავად თავმჯდომარეა.
თავმჯდომარე, რომელიც ამბობს რომ არაფრის საქმის კურსში არაა, ასპინძაში ნამყოფი არაა, ხაშურში ნამყოფი არაა - ესაა პრობლემა და სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ნიკა მელიამ ამ გამოწვევებს, რაც ჰქონდა პარტიას ვერ უპასუხა", აცხადებს ხაბეიშვილი.
0
0