07/12/2024
00:45
სამართალი
თავისუფლების მოედნიდან სპეცდანიშნულების რაზმი და სპეცტექნიკა რუსთველისკენ მიემართება. რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი მოქალაქეებს აკავებს.
პარალელურად, ისმის გამაფრთხილებელი ხმა, რომ აქციის მონაწილეები დაიშალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებები.
გარდა ამისა, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები რუსთაველის გამზირისკენ ჩადიან ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩიდან.
მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აქციის ძალადობრივმა ჯგუფებმა უკვე განახორციელეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა პარლამენტის შენობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიმართ პიროტექნიკისა და სხვადასხვა საგნების სროლაში, რის შედეგადაც დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025