10/11/2024
18:41
საზოგადოება
თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან ჯგუფ "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული საპროტესტო მარშის მონაწილეები იკრიბებიან.
ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები მოითხოვენ, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.
მათი შეფასებით, ხელისუფლებამ ქართველ ხალხს არჩევნები მოჰპარა და ხალხის ხმები გააყალბა. აქციის მონაწილეებს სიმბოლურად გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ორგანიზატორების განცხადებით, სამოქმედო გეგმას აქციის მონაწილეებს ადგილზე გააცნობენ.
"ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად და ცესკოს სხვა შემადგენლობით. ისეთ მდგომარეობაში ვართ უკვე, რომ ძალიან რთულია ერთ რამეზე კონცენტრირდე და ერთი მოთხოვნა გქონდეს. ეს აქცია ყველაფერს აერთიანებს, თუმცა ძირითადი მოთხოვნა მაინც რჩება ის, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. როგორც გვითხრეს, პოლიტიკოსებიც შემოგვიერთდებიან.
არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გეგმავს აქციას, მთავარია ყველა ერთად ვიდგეთ. ყველანი ერთ საქმეს ვემსახურებით", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თეკლა ვასაძემ.
0
0