22/12/2024
22:00
საზოგადოება
თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის 3 მანქანა განლაგებული. ასევე, ადგილზეა სახანძრო-სამაშველო მანქანები.
უშუალოდ პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე სამართალდამცავების მობილიზება ამ დრომდე, არ შეინიშნება.
პრეზიდენტი მალე აქციაზე სიტყვით გამოვა.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია უკვე 25-ე დღეა მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები უკვე 25-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
0
0